BatumiKartingClub

რბოლა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის კარტინგის კლუბის ტურნირებზე. ჩვენ ვირჩევთ საუკეთესო პილოტებს, რომლებიც გაემგზავრებიან იტალიაში Grand Final-ზე!

ბათუმის კარტინგი არის Tbranking-ის საერთაშორისო სერიის მონაწილე.

ჩვენს ტრასაზე, ასევე, იმართება საქართველოს ჩემპიონატის ეტაპები კარტინგში საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ეგიდის ქვეშ GASF https://www.gasf.co

RACING TEAM

ტურნირები

ბათუმის სამოყვარულო ღია ჩემპიონატი (სერია Tbranking).

12 ეტაპი წელიწადში. პირველი სამეული ღებულობს ფულად ჯილდოს და Tbrankin Grand Final-ის ბილეთებს იტალიაში გასამგზავრებლად.

დაპრიზო ფონდი 20 000₾.

შეზღუდვა: ასაკი 12+, სარბოლო ლიცენზიის არქონა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ჩვენს კარტოდრომზე ნაჩვენები საუკეთესო დრო 27 წამზე ნაკლებია.

Tbranking-ის სისტემაში პილოტის რეგისტრაციის გავლა აუცილებელია (რეგისტრაცია უფასოა).

პილოტები ნაწილდება სასტარტო ბადეზე საკვალიფიკაციო დროის მიხედვით. საკვალიფიკაციო დროდ ითვლება საპრაკატო სესიის დროს ნაჩვენები საუკეთესო დრო. კვალიფიკაცია იწყება წინა ეტაპის მომდევნო დღიდან და სრულდება მომდევნო ეტაპის წინა დღეს. პილოტს უფლება აქვს აირჩიოს სასურველი დრო სესიისთვის. საკვალიფიკაციო სესიის რაოდენობა შეზღუდული არ არის და ყველა პილოტს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი  შეხედულებისამებრ გააუმჯობესოს თავისი დრო. რბოლაზე დაიშვება 16 საუკეთესო შედეგის მქონე პილოტი. რბოლაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართოთ ბათუმის კარტინგის თანამშრომელს, რადგან დააფიქსიროთ თქვენი საუკეთესო დრო და გადაიხადოთ რბოლაში მონაწილეობის თანხა.  რბოლის დღეს, რბოლის დაწყებამდე ხდება საკვალიფიკაციო შედეგების დაჯამება და პილოტების დაყოფა ჯგუფებად. თითოეულ რბოლაში მონაწილეობს 4 პილოტი. პირველ და მეორე პოზიციაზე გასული პილოტი გადადის მომდევნო ეტაპზე და ასე გრძელდება ფინალამდე.

რბოლის გამარჯვებული ღებულობს ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით, მეორე აგილი – 300 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილი – 200 ლარის ოდენობით.

დამატებით ტურნირის პრიზიორები ღებულობენ ფულად ჯილდოს: 1 ადგილი – 5000₾, მე-2 ადგილი – 2000₾, მე-3 ადგილი – 1000₾ დაბილეთებს Tbkarting-ის Grand Final-ზე. რბოლის დროს აუცილებელია უსაფრთხოებისა და ყველა სპორტული წესის დაცვა. რბოლის დირექტორის გადაწყვეტილება ჯარიმებისა და წესების დარღვევის შესახებ საბოლოოა და განხილვას არ ექვემდებარება.

შესვლის ხანგრძლივობა:  ¼ ფინალი – 10 წრე, ½ ფინალი – 15 წრე, ფინალი – 20 წრე.

ყოველი შეწვლის წინ კარტების გადანაწილება ხდება ლატარეის პრინციპით. პილოტებს, რომლებიც იწონიან 90 კგ-ზე ნაკლებს, კარტზე ემატებათ ბალასტი.

რბოლის დირექტორს უფლება აქვს გააუქმოს ან შეცვალოს ეტაპის თარიღი თოვლიანი ამინდის ან სტიქიის დროს. წვიმიან ამინდში რბოლა ტარდება შესაბამისი საბურავებით.

საბავშვო სამოყვარულო რბოლა

წელიწადში 3 რბოლა. პირველ სამ პრიზიორს საჩუქრად გადაეცემა თასები და LS2 ჩაფხუტები.

შეზღუდვა: ასაკი 5-10 წელი, სიმაღლე 120სმ+

პილოტები სასტარტო ბადეზე გადანაწილდებიან კვალიფიკაციის დროს ნაჩვენები საუკეთესო დროის მიხედვით. საკვალიფიკაციო დროდ ითვლება საპრაკატო სესიის დროს ნაჩვენები საუკეთესო დრო. კვალიფიკაცია იწყება წინა ეტაპის მომდევნო დღიდან და სრულდება მომდევნო ეტაპის წინა დღეს. პილოტს უფლება აქვს აირჩიოს სასურველი დრო სესიისთვის. საკვალიფიკაციო სესიის რაოდენობა შეზღუდული არ არის და ყველა პილოტს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი  შეხედულებისამებრ გააუმჯობესოს თავისი დრო. რბოლაზე დაიშვება 14 საუკეთესო შედეგის მქონე პილოტი. რბოლაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართოთ ბათუმის კარტინგის თანამშრომელს, რადგან დააფიქსიროთ თქვენი საუკეთესო დრო და გადაიხადოთ რბოლაში მონაწილეობის თანხა.  რბოლის დღეს, რბოლის დაწყებამდე ხდება საკვალიფიკაციო შედეგების დაჯამება და პილოტების დაყოფა ჯგუფებად. თითოეულ რბოლაში მონაწილეობს 3 პილოტი. პირველ პოზიციაზე გასული პილოტი გადადის მომდევნო ეტაპზე და ასე გრძელდება ფინალამდე. მეორე ადგილზე გასული პილოტები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ეჯიბრებიან ერთმანეთს დამატებით რბოლაში ფინალამდე.

რბოლის დროს აუცილებელია უსაფრთხოებისა და ყველა სპორტული წესის დაცვა. რბოლის დირექტორის გადაწყვეტილება ჯარიმებისა და წესების დარღვევის შესახებ საბოლოოა და განხილვას არ ექვემდებარება.

შესვლის ხანგრძლივობა:  ¼ ფინალი – 8 წრე, ½ ფინალი – 10 წრე, ფინალი – 12 წრე.

ყოველი შეწვლის წინ კარტების გადანაწილება ხდება ლატარეის პრინციპით. პილოტებს, რომლებიც იწონიან 90 კგ-ზე ნაკლებს, კარტზე ემატებათ ბალასტი.

რბოლის დირექტორს უფლება აქვს გააუქმოს ან შეცვალოს ეტაპის თარიღი უამინდობის გამო. წვიმიან ამინდში რბოლა არ ტარდება.

თვის ყველაზე სწრაფი წრე ბავშვებისთვის

გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებს LS2 ჩაფხუტს. მომდევნო თვეში განმეორებით გამარჯვების შემთხვევაში საჩუქრად მიიღებს 100 უფასო წრეს.

შეზღუდვა: ასაკი 5-14 წელი, სიმაღლე 120-დან 150 სმ-მდე. აუცილებელი პირობაა ჩვენი Facebook გვერდის მოწონება ბავშვის ან მშობლის მიერ.

ერთი თვის განმავლობაში ფიქსირდება წრეზე ნაჩვენები დროები. გამარჯვებული იქნება ბავშვი, რომელსაც ექნება საუკეთესო მაჩვენებელი საპრაკატო კარტინგზე Tbkart R13 Mini Honda GX160.